მამუკა გამყრელიძე - პრემიერის განცხადების მიუხედავად, რომ ქვეყანას წარმატებული საგარეო პოლიტიკა აქვს, 2008 წლის შემდეგ ასე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისა და ნატოსგან

მთავრობის მეთაურის განცხადება, რომ ქვეყანას წარმატებული საგარეო პოლიტიკა აქვს, არის ცარიელი ფრაზები. მისი რიტორიკა ძალიან მაგონებს საბჭოთა კავშირის ლიდერების საზეიმო გამოსვლებს პარტიის პლენუმებზე. 2008 წლის შემდეგ ასე შორს არ ვყოფილვართ ევროპისა და ნატოსგან. პრაქტიკულად, იხურება ის პატარა ღრიჭო, რომლითაც ნატოში შესვლის იმედი გვაქვს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ „მოახერხა“ საქმის გაფუჭება ყველა პარტნიორთან, "არ შესრულდა დაპირებები დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, არ გავითვალისწინეთ დასავლეთის თხოვნა მოსამართლეთა დანიშვნის მორატორიუმზე, ქვეყანაში შეთანხმებისამებრ, არ მოხდა ხელისუფლების გადანაწილება ოპოზიციაზე და გრძელდება პოლარიზაცია, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას".

მამუკა გამყრელიძის თქმით, ხელისუფლება არ მუშაობს არც ერთი მიმართულებით, რის გამოც ქვეყანა არ აკმაყოფილებს იმ პოლიტიკურ სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორებისთვის.

„ქვეყანა უფრო და უფრო შორდება ევროკავშირსა და ნატოს. ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რამდენადაც სამხედრო, იმდენად - პოლიტიკურიც. ბრიუსელში იენს სტოლტენბერგმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენი ჯარის სამხედრო-ტაქტიკური მომზადება კი შეესაბამება NATO-ს სტანდარტებს, მაგრამ გვაქვს პრობლემები პოლიტიკური თვალსაზრისით. სტოლტენბერგის შეფასება დიპლომატიური იყო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დონე უკვე ავტოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ სტანდარტს უახლოვდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გაკეთებული მკაცრი შეფასებების მიუხედავად, ქვეყნის მმართველი გუნდი, პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაინც ომახიანად აცხადებენ, რომ სამიტი ქვეყნისთვის წარმატებული იყო.

სტოლტენბერგმა პირდაპირ მიუთითა, რა მიმართულებით გვაქვს პრობლემები. მათი გადაჭრა შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, რომელიც ჯიუტად არ აკეთებს ამას. მნიშვნელობა არ აქვს, გამიზნულად შორდები ნატოს, თუ ეს უნებლიედ გამოგდის, როცა ძალაუფლებას ებღაუჭები. შედეგი ერთია - ის, რაც რუსეთს აწყობს. ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის წითელი ხაზი, სტრატეგიული ვექტორიდან გადახვევის საშუალება ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა