მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ნიკოლოზობას ულოცავს.

„მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის, პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლო იქნა დამტკიცებული.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ნიკოლოზობას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს“,- აღნიშნულია მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა