დიდ დიღომში "ასი ათასი მოწამის სახელობის პარკის გადასარჩენად" აქცია გაიმართა

თბილისში, დიდ დიღომში "ასი ათასი მოწამის სახელობის პარკის გადასარჩენად" მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხბურთის ფედერაცია სტადიონის გაკეთებას გეგმავს.

აქციაზე შეკრებილები ტერიტორიაზე ფეხბურთის ფედერაციის მიერ სტადიონის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

შეკრებილები ითხოვენ, რომ მოსახლეობას დაუტოვონ მწვანე სივრცე და მერიისგან არ დამტკიცდეს სტადიონის პროექტი.

"აქ შევიკრიბეთ უკვე რამდენჯერმა, რადგან ამ სარეკრეაციო ტერიტორიის გადარჩენას ვითხოვთ მთავრობისგან. როგორც კი დაიგეგმა ამ ტერიტორიის პროექტი ეს ტერიტორია იყო კოლექტიურ სარგებლობაში მოსახლეობის მხრიდან. ეს არის ერთადერთი ბუნებრივი გამწვანება, რომელსაც მოსახლეობა ვიყენებთ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ამ ტერიტორიაზე ვითხოვთ მწვანე სივრცეს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ფეხბურთის ფედერაციისთვის ამ ტერიტორიის გადაცემას. ჩვენ პროექტს არ ვეწინააღმდეგებით, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ადგილმდებარეობას. მოსახლეობას უნდა დაუტოვონ სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც უკვე ნელ-ნელა მცირდება.

სამი სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, რომლის განხილვაც არ დაწყებულა. მერიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ გვქონია. შეხვედრას ვითხოვდით მერთან. ჩვენ აქცია მერიასთანაც გვქონდა. ჩვენ ფიზიკურად აღუდგებით ყველა იმ მძიმე ტექნიკას, რომელიც აქ შემოვა", - განაცხადა აქციის მონაწილემ ელენე მეჩიქოვამ.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ სტადიონის პროექტი არ შეჩერდება, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო