გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა, უნდა დააძალო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილს კვლავ სისუსტე აღენიშნება და საკვებს ვერ იღებს.

ამის შესახებ მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა. უნდა დააძალო ან ელაპარაკო, რომ ეს მისთვის აუცილებელია. ერთ ლუკმას თუ შეჭამს, მერე ცდილობს, რომ წამოწვეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეხება ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, გიული ალასანიას თქმით, მათ ერთად მოისმინეს ტელევიზორში ეს დასკვნა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. გიული ალასანია ელის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსილიუმი შეიქმნება.

„იმედი მაქვს, ეს კონსილიუმი შედგება.

ქალბატონი ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმიც იყო და მათაც მოგვახსენეს თავიანთი დაკვირვებების შედეგები. ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმას, რომ ამ ეტაპზე, იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის, მისი ციხეში დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“, - განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ძალიან ელოდება.

„აქციას ძალიან ელოდება და დიდ იმედებს ამყარებს. იმედი აქვს, რომ ბევრი ხალხო მოვა. იმის მოლოდინი აქვს, რომ არსებული კრიზისის გამო, ბევრი ხალხი გამოთქვამს პროტესტს“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს