მარინე გელანტია - „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია და დაბალი ვაქცინაციის ფონზე საფრთხე უფრო იმატებს

ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი მარინე გელანტია სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკების შესახებ წერს.

როგორც მარინე გელანტია აღნიშნავს, „ბოლო პერიოდში ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. დაბალი ვაქცინაციის ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო იმატებს.

ამასთან, ექიმ-თერაპევტი აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვისაც ხელმისაწვდომია.

„რისკი, რომელიც ახალმა შტამმა შეიძლება წარმოშვას, ეს არის ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა, მძიმე კლინიკური შედეგები, მაღალი ლეტალობის მაჩვენებლები. ვითარების სიმძიმის განმსაზღვრელი ის იმუნური ფენა იქნება, რომელიც ახალ შტამს ქვეყანაში დახვდება.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან ერთად ვაქცინაცია გვაახლოებს ჩვეულ ცხოვრებას და მხოლოდ ვაქცინაციით შევძლებთ ერთად დავამარცხოთ COVID-19-ის პანდემია. ვაქცინაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომია“ , - წერს გელანტია სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა