ელისო ბოლქვაძე ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში იმყოფებოდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ ნორჩ მუსიკოსთა მოსმენას დაესწრო.

მოსმენა გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, რომელიც პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ განხორციელებული რეფორმის საპილოტე სკოლად მოიაზრება.

„კონცერტის მონაწილეთაგან ორი ახალგაზრდა მუსიკოსი, ბარბარე თათარაძე და ანაჰიტ სტელმაშოვა პარიზში გაემგზავრებიან, სადაც 24 მარტს საერთაშორისო ფონდ „ესოს ტალანტების" (SOS TALANTS) კონკურსის 20 წლისთავთან დაკავშირებულ კონცერტზე მიიღებენ მონაწილეობას.

კონცერტს ასევე დაესწრო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, რომელიც მიესალმება სახელოვნებო განათლების რეფორმას საქართველოში და ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის კრეატიული გარემოს და პირობების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა