მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოანეზე -  ისე ქადაგებს,  მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა - დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში, მათ შორის  ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან

დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამით სააკაშვილი ეხმაურება მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებას, რომ თუ დანაშაული აღიარებული იქნება, შენდობილი იქნება.

"დღეს წმინდა ნიკოლოზობის ქადაგების შემდეგ, ძალიან უხეშად და უკიდურესად არაქრისტიანულად, საჯაროდ თავს დამესხა ქუთაისის მიტროპოლიტი და მას მხარი აუბა კიდევ ერთმა რუსეთუმე მღვდელმთავარმა. ბატონი გამრეკელი დიდი ხანია შემჩნეულია, რომ პირდაპირ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა.

მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის აკადემია აღვადგინე და ეს მიტროპოლიტი ახლა ქოცებთან ერთად ანადგურებს არამხოლოდ გელათს, არამედ სიმწრით აღდგენილ ბაგრატს, რომელშიც წყალი ჩადის და არაფერი კეთდება ამ პროცესის შესაჩერებლად.

დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში. მათ შორის ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან. საქართველოს ეკლესიის ძირითადი შემადგენლობა პატრიოტებისა და პატიოსანი სასულიერო პირებისგან შედგება და მე დარწმუნებული ვარ, ისინი ხმას აიმაღლებენ, როგორც რუსული ცილისწამებისა და სადამსჯელო ოპერაციების წინააღმდეგ, ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებენ პატრიარქისა და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში!",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს