ადგილობრივი - მეორე სართულიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს ცოცხალი და პირველი სართულიდან არ იციან

ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში აფეთქების ხმა ორჯერ გაიგეს.

მათივე ინფორმაციით, სახლი სადაც აფეთქება მოხდა გაქირავებული იყო.

"აფეთქების ხმა გავიგე. ორჯერ იყო აფეთქება ძლიერად. ეზოში მანქანებს შუშები აქვს ჩამსხვრეული. პირველ სართულზე ვცხოვრობ. როგორც ვიცი მდგმურები ცხოვრობენ იმ ბინაში. გაქირავებული აქვს მეპატრონეს. სავარაუდოდ, საღამოა და სახლში უნდა ყოფილიყვნენ აფეთქების დროს. მეორე სართულიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს ცოცხალი და პირველი სართულიდან არ იციან", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვაზისუბანში კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირს უკავშირდება. როგორ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია. ტერიტორიაზე სახანძო-სამაშველო ჯუფები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო