შსს-ს წარმომადგენელის განცხადებით, ვაზისუბანში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირიდან, ერთმა დამწვრობა, სამმა კი მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო

შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ვაზისუბანში მე-15 კორპუსის პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქებისას, დაშავებული ოთხი პირიდან, ერთმა დამწვრობა, ხოლო სამმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო. როგორც ადგილზე მედიას შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

„ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია ხანძარი. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანზრო - სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დაშავდა 4 პიროვნება, ერთი დამწვრობით, ხოლო სამი მსუბუქი ინტოქსიკაციით. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა ახლა კორპუსი საცხოვრებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ადგილზე მუნიციპალური ყველა სამსახურია მობილიზებული და ისინი შეაფასებენ სიტუაციას და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები მიღებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო