საკრებულოში ისნის მაჟორიტარი აცხადებს, რომ კორპუსის მდგრადობას, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტები შეისწავლიან

საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში მდებარე კორპუსის მდგრადობას, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტები შეისწავლიან.

მისი თქმით, ადამინები, ვინც აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობდა, ტერიტორიიდან გამოიყვანეს, საჭიროების შემთხვევაში მათ სასტუმროში გადაიყვანენ. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, შენობის მდგრადობის შესწავლის მიზნით, ადგილზე თბილისი ლაბორატორიის წარმომადგენლებს ელოდებიან.

"ამ ეტაპისთვის ერთდაერთი ეჭვი რაზეც გვაქვს, ფაქტია, რომ ამ ბინაში იყო გაზის დაგროვება. რაღაცის პროვოცირების შედეგად მოხდა ამ დაგროვილი გაზის აფეთქება და გაჩნდა ხანძარი. ახლა ადგილზე მოვა თბილისი ლაბორატორია შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით და დილამდე გვექნება ინფორმაცია", - განაცხადა ლაბუჩიძემ.

შეგახსენებთ, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამავე ინფორმაციით, დაშავდა სულ 4 ადამიანი, მათგან ერთმა დამწვრობა მიიღო, რომლის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 3-მა პირმა ინტოქსიკაცია მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა