„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „მწვერვალი“ განვითარებას განაგრძობს

„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ძალებით, ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი კვლავ გრძელდება. მისი მიზანია, მსუბუქი მრეწველობის სფეროში ოპერირებად ბიზნესებს საქმიანობის განვითარებაში, პროდუქციის დახვეწასა და ექსპორტზე გასვლაში შეუწყოს ხელი.

როგორც „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ხის სათამაშოების, საბავშვო ავეჯისა და დეკორის საწარმო - „მწვერვალი“. კომპანიის პროდუქციას მაღალი ხარისხი გამოარჩევს. ნაწარმი წიფლის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის საუკეთესო ხარისხის მასალით მზადდება. ამასთან, „მწვერვალი“ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად საღებავებსა და წებოს მოიხმარს, რომელიც ევროკავშირის სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას სრულად შეესაბამება.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, კომპანია 2016 წლიდან აწარმოებს სათამაშოებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ასაკის შესაბამის განვითარებას. 2020 წელს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით, „მწვერვალის“ პროდუქცია საერთაშორისო პლატფრომა Etsy-ზე განთავსდა. „საქართველოს ბანკის“ ჩართულობით კი, კომპანია აგრძელებს შემდგომ განვითარებას.

„ჩვენს პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავიწყეთ გაფართოებაზე ფიქრი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, პროდუქცია საზღვრებს გარეთაც გაგვეტანა და ეს ასეც მოხდა. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ჩვენი ნაკეთობების შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კი ვაგრძელებთ შემდგომ განვითარებას. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ საქმიანობის პროცესში კიდევ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. პროექტში მონაწილეობამ უფრო დიდი სტიმული მოგვცა, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ განვითარება“ , - განაცხადა „მწვერვალის“ დამფუძნებელმა, თინა დათუკიშვილმა.

„მწვერვალის“ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ გვერდზე: https://bit.ly/3F2LSyb

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!