პაატა მანჯგალაძე - არავის არაფრის მიტევება და მუხლებზე დგომა არ სჭირდება - პრინციპულ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა: ანგელოზიც, წმინდანიც, ცოდვილიც

საჭიროა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება - არავინ არავის არ უნდა შეურიგდეს და არავის არაფრის მიტევება და მუხლებზე დგომა არ სჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მნიშვნელოვანია, თუმცა, საჭიროა სახელზე შეთანხმება და მას არა შერიგება, არამედ ეროვნული თანხმობა უნდა დაერქვას.

„ვფიქრობ, უნდა შევთანხმდეთ სახელზეც. შერიგების პროცესს ბევრი ავისმოსურნე ძალიან ცუდად იყენებს და ცდილობს ამ იდეის დისკრედიტაციას, მათ შორის, ირაკლი კობახიძე საუბრობს ამაზე, მეუფეებმაც ვერ გაიგეს რა არის, ამიტომ ვთქვათ ეროვნული თანხმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმეს კი არ უნდა მიუტევოს და შეურიგდეს, არამედ უნდა შევთანხმდეთ მთავარ, ფუნდამენტურ საკითხებზე - სამართლიანი სასამართლოს არსებობა ქვეყანაში, სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური დევნისა და რევანშის დასრულება, ასევე აქამდეც უნდა ვიყოთ შეთანხმებულები იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია და დეოკუპაციის საკითხზე და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა - ანგელოზიც, წმინდანიც, ცოდვილიც და ა.შ. და მოიხსნება ყველანაირი კითხვები, რომ „ეშმაკი და ღმერთი ერთად სად გაგონილა?“ იმ ხალხს, ვინც ცდილობს ამ პროცესის დაზიანებას და ნეგატიური ელფერის შეძენას, უნდა მოვუსპოთ ამის შესაძლებლობა, საჭიროა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება - არავინ არავის არ უნდა შეურიგდეს და არავის არაფრის მიტევება და მუხლზე დგომა არ სჭირდება,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა