ისნის რაიონის გამგებლის განცხადებით, ვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარებიან

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ ელისაშვილის განცხადებით, გუშინ ვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ დროისთვის თბილისის ლაბორატორიული სამსახური კორპუსის მდგრადობას ამოწმებს.

ამასთან, გამგებლის განცხადებით, კორპუსის მდგრადობის შესახებ დასკვნა სავარაუდოდ დღის განმავლობაში იქნება.

„მიმდინარეობს ზარალის დათვლა, მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად დაეხმარება ყველა დაზარალებულ ოჯახს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 5 ოჯახი არის სასტუმროში გადაყვანილი, ვიდრე საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან, მათ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი.

დღის განმავლობაში ველოდებით დასკვნას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გავიგოთ რა მდგომარეობაშია კორპუსი, როგორც კი გავიგებთ რა მდგომარეობაშია კორპუსი და მზიდი კედლები, ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობის შესახლება”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, გამგებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული 2 პირი დღეს საავადმყოფოდან გაწერეს.

„1 ადამიანის მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, საავადმყოფოდან გამოწერილია 2 ადამიანი და ველოდებით რომ დანარჩენ 2 ადამიანსაც გამოწერენ”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ვაზისუბანში კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გუშინ მოხდა.

იხილეთ ვიდეო:რამ გამოიწვია ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში? - ვაზისუბანში ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო