ანა ნაცვლიშვილი - არ მგონია, რომ ამ ეტაპზე არსებობს შერიგების რესურსი, შერიგება რთული, ხანგრძლივი პროცესის ბოლო ეტაპია - ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია ამ ეტაპზე ვისაუბროთ, არის შეთანხმება

არ მგონია, რომ ამ ეტაპზე არსებობს შერიგების რესურსი, შერიგება არის რთული, ხანგრძლივი პროცესის ბოლო ეტაპი - ჩვენ ერთადერთი რაზეც შეგვიძლია ამ ეტაპზე ვისაუბროთ, არის შეთანხმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, ტერმინები დაზუსტდეს.

"როცა ვსაუბრობთ პრეზიდენტის ინიციატივაზე, მნიშვნელოვანია, დავაზუსტოთ ტერმინები და დავაკონკრეტოთ, ვინ რას გულისხმობს ამ ინიციატივაში. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მხრიდან შეხვედრებს ცალკეულ პარტიებთან და ამის შემდეგ მგონია, რომ საკუთრივ მისი ხედვა ისევე, როგორც ჩვენი, გახდება უფრო ნათელი. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე არსებობს შერიგების რესურსი, შერიგება ეს არის რთული, ხანგრძლივი პროცესის ბოლო ეტაპი. ჩვენ ერთადერთი რაზეც შეგვიძლია ამ ეტაპზე ვისაუბროთ, არის შეთანხმება. გიკვირთ ირაკლი კობახიძის განცხადებები? - მე არა. ხელისუფლება აძლიერებს პოლარიზაციას და საჭიროა ექსტრაორდინალური გამოსავლები, ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ქცევის ძირეულ წესებზე. მარტივი იქნება ეს პროცესი? - არა, საჭიროა? - კი”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია