გიგი წერეთელი გიგი კალანდაძის დაკავებაზე - რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, უკრაინის მოქალაქე გენერლის დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება

რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, უკრაინის მოქალაქე გენერლის დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის დაკავებას.

როგორც გიგი წერეთელი ამბობს, ყველას აქვს ინტერესი თუ რაშია საქმე და რატომ მოხდა ეს დაკავება გერმანიაში. მისივე თქმით, კალანდაძე დღეს არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ საინტერესოა თუ სად არის აქ საქართველოს ხელისუფლების როლი.

„კალანდაძე იყო დაკავებული, შემდგომ მისი ბრალი, როგორც ვიცით იმ ცხრათვიან პერიოდში ვერ დამტკიცდა და გაათავისუფლეს, ახლა რა მოხდა არ ვიცით. ორ საკითხს გამოვყოფ - ერთი ეს არის, რომ ამ რაღაცა თანხმობის ფონზე თუ ამ პერსპექტივის ფონზე ახლა კიდევ ახალი დაკავებები რამდენად არის ადეკვატური. ხოლო მეორე საკითხია, უკრაინას დღეს აქვს ძალიან გამწვავებული ურთიერთობა, მთელი მსოფლიო უკრაინის თანამდგომია ამ პროცესში და სამხედროს, რომელიც დღეს უკრაინაშია, დაკავება რბილად რომ ვთქვათ უცნაურად გამოიყურება“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილე გიგი კალანდაძე გერმანიაში 19 დეკემბერს დააკავეს.

როგორც საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

მათივე განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს