ნათია თურნავა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის სომხეთთან ეკონომიკური საკითხების პერიოდულად განხილვა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის სომხეთთან ეკონომიკური საკითხების პერიოდულად განხილვა. სამთავრობოთაშორისი კომისიები არის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმატი ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს ასეთი კომისია და დღეს მისი მე-11 სხდომა იმართება.

„ეს ნიშნავს იმას, თუ რაოდენ ინტენსიურია ჩვენ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს მზარდი სავაჭრო დინამიკა და სომხეთი ტოპ 10-ეულში ყოველთვის არის, ამჟამად, ბოლო მონაცემებით, მე-7 პოზიციაზეა, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია. საქართველოში 300-ზე მეტი კომპანია საქმიანობს, რომელიც სომხური კაპიტალით არის შექმნილი ან ერთობლივი საწარმოები არის. 2003 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციებიც ირიცხება სომხეთიდან და როგორც ინვესტორი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ასევე ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით და აქ მზარდი დინამიკა გვაქვს.

ასევე ენერგეტიკის სფეროში არის დაგეგმილი ახალი პროექტები - მაღალი ძაბვის პროექტები, რომელიც არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის გააძლიერებს ელექტროენერგიის მიმოცვლას, არამედ ჩვენი სატრანზიტოდ გამოყენებაც შეეძლება სომხეთის გენერაციის ობიექტებს. აქედან გამომდინარე, ბევრი გვაქვს სასაუბრო და ეს კომისია იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცებისკენ“, - განაცხადა თურნავამ.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო