ნათია თურნავა - ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები

ეკონომიკურ ზრდას მე კი არ ვაცხადებ ან ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრი, ეს არის დამოუკიდებელი უტყუარი სტატისტიკა, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მათი შედარება. ამას როდესაც ვამბობთ, ეს არ არის იმის მცდელობა, რომ არ ვისაუბროთ პრობლემებზე. გვაქვს ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

თურნავას განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პირობებში უფრო მარტივად გადავლახავთ პრობლემებს, დავარეგულირებთ ფასებს და შევებრძოლებით სიღარიბეს.

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ გამოწვევები რჩება. დღეს, როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს ეკონომიკის ზრდა და გაჯანსაღება, ეს არის აღდგენა, იმიტომ, რომ 2020 წელი იყო ძალიან მძიმე წელი. ახლა ეს ზრდა ემსახურება იმ ნეგატივის განეიტრალებას, რაც პანდემიამ მოიტანა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვეულებრივი ზრდა, ეს არის ზრდა, რომელიც წინა არსებულ ნეგატივს ანეიტრალებს და ამსუბუქებს, თუმცა ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ სიღარიბე აღმოიფხვრას.

ასევე ნომერ პირველი გამოწვევა არის ინფლაცია, ფასები. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე და მქონდა საშუალება „მინისტრის საათის“ ფორმატში მესაუბრა, თუ რითია გამოწვეული და როგორ უზრუნველვყოთ მომავალი წლის ბოლომდე ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდეს, რაც იყო წინა წლების განმავლობაში. წინა პერიოდში მოსახლეობისთვის ფასების ზრდა არასოდეს იყო ნომერ პირველი პრობლემა, ბოლო ათ წელს თუ გადახედავთ, 3-4%-ზე მეტი ინფლაცია, ფასების ზრდის დონე არ გვქონია. პანდემიამ ფასების ზრდა გამოიწვია როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც. მოკლე ვადიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის კიდევ არის მზად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი არის სტაბილური“, - განაცხადა თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს