ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში „ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც - „დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე დასჭირდება

იმის გამო, რომ ქვეყანაში „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც - ახალი შტამით ძველი, „დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე დასჭირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ სავარაუდოდ, ახალი შემთხვევები ამბულატორიული იქნება.

„ომიკრონთან“ მიმართებაში აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვებს, ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა. ჩვენთან ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება მაჩვენებლები, ამიტომ „ომიკრონის“ გამოჩენა, რომელსაც ჩვენ ველოდით, რა თქმა უნდა, რადგან საზღვარი ვერ დაიცავს ვირუსის შემოსვლას, რომ გითხრათ, რომ დაუყოვნებლივ დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე, მართალი არ ვიქნები - ეს ასე არ იქნება, ეს გარკვეული სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდება, მაგრამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ძველი, „დელტა“ შტამის ალბათ, 2 თვე მაინც დასჭირდება. ამიტომ ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას იმის გამო, რომ „ომიკრონი“ ქვეყანაში დაფიქსირდა, არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც და შემდგომ ნელნელა ალბათ, თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რომელიც მას ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე მაგრამ, მაინც იმედი გვაქვს, რომ ძირითადად შემთხვევები უნდა იყოს ამბულატორიული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა