ამირან გამყრელიძე - საქართველოში დაახლოებით 1 300 000 აცრა „ფაიზერით“ არის ჩატარებული, 700 000 - „სინოფარმით“, 200 000-მდე - „სინოვაკით“, დაახლოებით 150 000-მდე - „ასტრაზენეკათი“

დღეს საქართველოში 2 384 000 აცრა არის ჩატარებული. აქედან დაახლოებით 1 300 000 აცრა არის „ფაიზერი“, დაახლოებით 700 000 არის „სინოფარმი“ და 200 000-მდე აცრა ჩატარებულია „სინოვაკი“. ასევე დაახლოებით 150 000-მდე აცრა ჩატარებულია „ასტრაზენეკათი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული ყველა ვაქცინა მეტ-ნაკლები პროცენტულობით იცავს ორგანიზმს „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ, მაგრამ ეს დაცვა შედარებით შემცირებულია.

„ამავე დროს კვლევებმა აჩვენა, რომ მესამე, „ბუსტერ" დოზის გაკეთების შემდეგ საკმაოდ იმატებს მანეიტრალიზებელი ანტისხეულები სისხლში „ომიკრონის“ შტამის მიმართ და მისი დაცვა უკვე ადის თითქმის 90%-მდე. ამიტომაც, უმეტესი ბუსტერი, ჩვენთანაც დაახლოებით 48 000-მდე ბუსტერი არის გაკეთებული და იქედან 85% არის „ფაიზერი“. ასევე არიან ადამიანები, ვინც ჩინური ვაქცინის ბუსტერს იკეთებს და კვლევებით დადგენილია, რომ მესამე დოზად ჩინური ვაქცინის გაკეთების როგორ ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს. თუმცა, ჯერჯერობით, ეს კვლევები ნაკლებია „ომიკრონთან“ მიმართებით. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბუსტერიზაცია და მესამე დოზა ახალ გარემოებებთან მიმართებით ხდება აუცილებლად გამოსაყენებელი, რათა ჩვენ უფრო კარგად ვიყოთ დაცული ახალი შტამისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო