გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებული აქცია მტკიცებულებაა, რომ ე.წ. შერიგების ფორმატი მათთვის მიუღებელია - მათ გეგმებში ნორმალური პოლიტიკური პროცესი ვერ ჯდება

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ე.წ. შერიგების ფორმატი მათთვის არის მიუღებელი. უბრალოდ ვერ ჯდება მათ გეგმებში ნორმალური პოლიტიკური პროცესი”, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის აზრით, იმისათვის, რომ შერიგება მოხდეს, უნდა დაწესდეს ნორმალური თამაშის წესები, რაც გულისხმობს, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ე.წ. შერიგების ფორმატი მათთვის არის მიუღებელი, უბრალოდ ვერ ჯდება მათ გეგმებში ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ეტყობა, გარკვეული პერიოდი გავიდა, რაც რადიკალური პროცესები არ ჰქონია ამ პოლიტიკურ ძალას და ახლა უკვე 21 დეკემბერს დააანონსეს აქცია, რომლის არც მიზანი იცის არავინ, არც გეგმა იცის. მათთვის მთავარია, რომ იყოს აქცია, იყოს რადიკალური პროცესები. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მათ შორის მათი მხარდამჭერებიც კი, არანაირ რადიკალურ პროცესებს არ ემხრობიან. ეს ჩვენ ვნახეთ ბევრი აქციის დროს და, რა თქმა უნდა, ვიხილავთ ახლაც“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, „სახელმწიფო ინსტიტუტები არის თავის სიმაღლეზე და თუკი იქნება გადაცდომები, შესაბამისი რეაგირება მოხდება”.

„თუმცა ვფიქრობ, საზოგადოების განწყობა ისეთია, რომ არანაირი ლეგიტიმაცია რაიმე ტიპის რადიკალურ ქმედებებს დღეს არ გააჩნია. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, ვმუშაობთ პარლამენტში, სადაც ხალხმა აგვირჩია და ველოდებით ოპოზიციას, მოვიდეს და თავისი ამომრჩევლის ხმა გააჟღეროს საქართველოს პარლამენტში. ასე იწყება ნებისმიერი ტიპის შეთანხმების პროცესი, მაგრამ დღეს არის ასეთი სურათი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" გეგმებში ვერ ჯდება პრეზიდენტის სურვილი - დაიწყოს შერიგების პროცესი. რაც შეეხება მარგველაშვილის შეხვედრას, მე ვერ გეტყვით მისი პოლიტიკური წონა როგორია, რას აპირებს... პრეზიდენტის იდეა და სურვილი ზოგადად არის ის, რომ მოხდეს საერთო შერიგება, თუმცა ჩვენ გამოვდივართ იმ რეალური პოლიტიკიდან, რაც არის დღეს საქართველოში. ჩვენ გვესმის შერიგება ისე, რომ ნორმალური თამაშის წესები უნდა დაწესდეს, პოზიცია და ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში უნდა მუშაობდეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილმა ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არის. მაჭარაშვილის თქმითვე, სააკაშვილის მკურნალობის მიმდინარეობა მისი პირადი საქმეა.

„მგონი, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საინტერესო აღარ არის საზოგადოებისთვის იმდენად, რამდენადაც უკვე ადამიანი კარგა ხანია იკვებება. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკონტროლებენ. როდის რა წნევა ექნება და რა გლუკოზის ოდენობა, ეს არის მისი პირადი საქმე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა