ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 10 იანვარს დაიწყება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული 6 000-ზე მეტის მოსწავლისათვის ტესტირება 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება.

„2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის დეტალური განრიგი ცნობილია. მეორე ტურში გადასული 6 000-ზე მეტის მოსწავლისათვის ტესტირება 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება. საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება და მასში სრულად იქნება დაცული ყველა ის რეგულაცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.

დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია. ტესტირების გავლის დეტალები და რეგულაციების შესახებ ინფორმაცია კი გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ყველა იმ მონაწილემ, რომელიც საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის მოხვდა.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. მესამე, დასკვნით ტურში გადავლენ ის მოსწავლეები, რომლებიც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% დააგროვებენ და მოხვდებიან შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო