საია-ს თავმჯდომარე - ძალაუფლების კონცენტრაციის განტვირთვის გარეშე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და პოლარიზაციიდან გამოსვლა შეუძლებელი იქნება

ძალაუფლების დანაწილების და ერთ ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის განტვირთვის გარეშე შეუძლებელი იქნება პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამოსვლა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სიმონიშვილი ამბობს, ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკითხების ექსპერტებთან, გარე ობიექტურ დამკვირვებლებთან, რომლებსაც ღრმა ცოდნა აქვთ, საკითხებზე, რომელიც ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისში ამყოფებს და რის გამოც, ამ ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციიდან ვერ გამოვდივართ, პოზიციები მოისმინონ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, როგორც ოპოზიციური ისე მმართველ პარტიასთან, გავმართოთ მსგავსი კონსულტაციები და მივაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები თუ რა არის საჭირო, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დავძლიოთ. საჭირო არის დემოკრატიული რეფორმები. ძალაუფლების დანაწილების და ერთ ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის განტვირთვის გარეშე შეუძლებელი იქნება პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამოსვლა", - განაცხადა სიმონიშვილმა.

ამ წუთებში "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და უფლებადამცველი გიორგი მშვენიერიძე იურისტებს ხვდებიან. შეხვედრაზე პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც იმსჯელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო