Welcome to Georgia-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოებაზე წლის ავიაკომპანიები გამოვლინდნენ

Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, დაჯილდოების ჟიურის წევრმა თამარ არჩუაძემ გამოავლა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა: „2021 წლის ავიაკომპანია ყველაზე მეტი მიმართულებით“ ნომინაციაში ევროპის ყველაზე მზარდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა გაიმარჯვა.

„ამ ეტაპისთვის ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისა და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთის 19 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. პანდემიამდე, ზედიზედ ბოლო სამი წლის განმავლობაში Wizz Air იყო საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი გადაყვანილი მგზავრების კუთხით. სულ რამდენიმე დღის წინ ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შვილობილი ავიაკომპანიით დაიწყო ოპერირება. Wizz Air Abu Dhabi არის ვიზეარის მიერ ევროპის გარეთ შექმნილი ავიაკომპანია, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქიდან, აბუდაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ახლა უკვე ქუთაისის მიმართულებით ასრულებს კვირაში ორი სიხშირით პირდაპირ რეისებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

„2021 წლის ავიაკომპანია ყველაზე მეტი გადაყვანილი მგზავრით“ ნომინაციაში თურქეთის ავიახაზებმა გაიმარჯვა. 2021 წლის 11 თვის მონაცმებით, ავიაკომპანიას გადაყვანილი ჰყავს ჯამში 247 931 მგზავრი. Turkish Airlines წლებია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ასრულებს ფრენებს.

მესამე ნომინაციაში, „2021 წელს საქართველოს ბაზარზე შემოსული ახალი ავიაკომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა“ FlyArystan-მა გაიმარჯვა. 11 თვის ჭრილში ავიაკომპანიას გადაყვანილი ჰყავს 61 864 მგზავრი; Fly Arystan - სრულიად ახალი ავიაკომპანიაა საქართველოს ბაზრისთვის. ის არის ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და საქართველოს ბაზარზე 2021 წლის მაისიდან წარმატებით ოპერირებს. ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ყაზახეთის ოთხი ქალაქის მიმართულებით ასრულებს, ესენია: დედაქალაქი ნურ-სულთანი, აქტაუ, ატირაუ და შიმკენტი.

გამარჯვებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს დაჯილდოების ჟიურიმ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გადასცა. მან იმედი გამოთქვა, რომ თითოეული ავიაკომპანია 2022 წლისთვის საქართველოში ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა