გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა, რომელიც 3-20 დეკემბერს, კახეთის რეგიონში, კერძოდ კი გურჯაანსა და თელავში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

პრე-აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) განხორციელდა.

მათივე ცნობით, კახეთის რეგიონში პროგრამა საერთო ჯამში ორმოცმა ადგილობრივმა გაიარა, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა გუნდების ფორმირება მოახდინეს კონკრეტული იდეების ირგვლივ და დემო დღეს ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტების პრეზენტაციით წარდგნენ.

„ინტენსიური სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრებისგან, სტარტაპების დამფუძნებლებისა და ეკოსისტემის გამოცდილი პროფესიონალებისგან, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ჩართვას საქართველოს სტარტაპ საზოგადოებაში და ეკოსისტემის აქტიური როლის ათვისებაში.

პრე-აქსელერაციის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ეკონომიკის პროდუქტიულობის დონის ამაღლებას, ადგილობრივი საწარმოების ინოვაციებისა და კვლევა-განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის ამაღლებას, მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდას, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების გზით და სხვა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს