ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მნიშვნელობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მნიშვნელობას.

„მაქვს პატივი ვუმასპინძლო ჩემს მეგობარ ნიკოლ ფაშინიანს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას. ამ ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წვლილი შეაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაში“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა