სალომე ვარდიაშვილმა ბარსელონაში „ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც „ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ (NEON) გენერალური ასამბლეა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის მონაწილე მხარეებმა პანდემიის პირობებში არსებული მდგომარეობა შეაჯამეს, განიხილეს სატარიფო რეგულაციების საკითხები, აგრეთვე ტარიფების ზრდის ტენდენციები და მათი გავლენა მომხმარებლებზე. კოლეგებმა გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და ის სირთულეები, რაც გამოიკვეთა მომხმარებლებისთვის ბოლო წლების განმავლობაში.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და დაგეგმეს 2022 წლის აქტივობები.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ NEON (National Energy Ombudsmen Network) აერთიანებს ენერგოსექტორში მოქმედ ომბუდსმენებს, მედიატორებსა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობის მქონე დამოუკიდებელ პირებს, ხოლო 2020 წლიდან საქართველოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი აღიარებულია მის სრულუფლებიან წევრად.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო