გიგი წერეთელი - გიორგი მარგველაშვილის აქტივობაზე მე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჩართულობა საჭიროა ამ პროცესში

გიორგი მარგველაშვილის აქტივობაზე მე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჩართულობა საჭიროა ამ პროცესში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.

როგორც წერეთელი განმარტავს, გიორგი მარგველაშვილის ხედვა ღირებული იქნება.

გიორგი მარგველაშვილის აქტივობაზე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო. კარგია, რომ ის ჩაერთო ამ პროცესში და შეხვედრები ექნება. როგორც ვიცით, უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, ახლა აპირებს მიხეილ სააკაშვილთან, თუ დაუშვეს. ალბათ, გარკვეული მისეული ხედვაც იქნება ღირებული იმიტომ, რომ ამ პროცესში ყველა ადამიანის, მით უმეტეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჩართულობა იქნება საჭირო, რათა ხელისუფლებამ ხელი არ აიღოს ამ პროცესზე და არ შექმნას სერიოზული წინააღმდეგობები”, - განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა