გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხების შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშის სამუშაო ვერსია დამოუკიდებელმა თემატურმა სპეციალისტმა, კახა ბახტაძემ წარადგინა.

მისი თქმით, მოკვლევის მიზანს წარმოადგენს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისათვის. მან ისაუბრა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამ ფაქტების მოკვლევისას გამოკვეთილი მიგნებების თაობაზე.

„კერძოდ ითქვა, რომ 2014 წლიდან მოქმედებს „საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი" და შემუშავებულია ნაგავსაყრელების მოწყობის ტექნიკური მოთხოვნები, თუმცა ეს საკმარისი არ არის ინერტული ნარჩენების მართვის სისტემის ამოქმედებისთვის. ქვეყნაში არ არსებობს კანონმდებლობის და ევროპული სტანდარტების შესაფერისი ნაგავსაყრელები. აღინიშნა ისიც, რომ სისტემის შესაქმნელად საჭიროა ცენტრალურ დონეზე შესაბამისი სამოქმედო გეგმების და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავება, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მისი გაზიარება და თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. ინერტული ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი უწყების შექმნა კვალიფიციური თანამშრომლებით.

ანგარიშის მოსმენისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ პრობლემის ეფექტიანი მოგვარებისთვის შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაც გახდეს საჭირო.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია მოსმენილი ანგარიშის შესახებ.

თემატური მოკვლევის ფარგლებში კონკრეტულ ფაქტებზე და მიგნებებზე დაფუძნებული მოსაზრებების გთვალისწინებით შემუშავებული რეკომენდაციები დაეგზავნებათ შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს. იმსჯელეს რეკომენდაციების განმახორციელებელი პასუხისმგებელი უწყებებისა და ვადების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს თემატური მოკვლევის ვადის ერთი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო