ნინო ბურჯანაძე - პარტიების გაყოფა შეცდომაა - აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან ერთად დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნად არის გადაქცეული

პარტიების გაყოფა შეცდომაა - აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან ერთად დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნად არის გადაქცეული, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა ე.წ. შერიგებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი გარიგებაზე არ წავა.

„მოგწონს ეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერია, „ქართული ოცნების“ შემდეგ. ეს არის მოტივირებული ადამიანების შეკრება, რომლებიც 9- წლიანი საკმაოდ რთული პერიოდის მიუხედავად, დარჩნენ ამ პარტიის ერთგულნი და ადამიანები, რომელიც წარმოადგენენ პარტიას, რომელსაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს. ასიათასობით ადამიანი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ისინი იგნორირებულნი არ იყვნენ. სააკაშვილი არის ამ პარტიის ლიდერი, რომლის სიტყვა გადამწყვეტია პარტიაში და პარტიის გარეთაც. ის ამომრჩეველი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, აბსოლუტური უმრავლესობაა, დაახლოებით 90% სააკაშვილის ამომრჩეველია.

თუ ჩვენ გვინდა, რომ პროცესი იყოს სრულყოფილი, ასეთ შემთხვევაში ვის ურიგდებიან? - „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი რომ იყოს, სხვა პარტიებს ჩამონათვალშიც არ ჩამოგვთლიან. იმდენი გააკეთეს, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, შუა უნდა გაიკრიფოსო, ყველა დანარჩენმა პარტიამ ერთად აღებული „ნაციონლურ მოძრაობაზე“ რამდენჯერმე ნაკლები ხმა აიღო. შესაბამისად, ბუნებრივია, მე არ ვარ ამით აღფრთოვანებული, მირჩევნია, რომ ჩემი პარტია იყოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა იზრუნა იმაზე, რომ ეს ასე არ ყოფილიყო და ჭიდილი ყოფილიყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. თუ ხელისუფლება არ მოისურვებს სააკაშვილის ჩართულობას ამ პროცესში, ხელოვნურად გარიყავს „ნაციონალურ მოძრაობას.“

არ ვიცი, ვინ რას სთავაზობს, ან სააკაშვილი რაიმე გარიგებაზე წავა თუ არა, იმედია, რომ არა. არ მგონია, რომ მან ამდენი იბრძოლა და რაიმე ტიპის გარიგებაზე წავიდეს, რომელმაც შეიძლება მისი თავგანწირვა წყალში გადააგდოს. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, გადაწყვეტილებაც, რომ მიიღოს სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვას სამკურნალოდ, ამით ის ყველა პრობლემას მოხსნის. არ მგონია, რომ ეს სააკაშვილისთვის მისაღები იყოს, თუნდაც მისი ჯანმრთელობის ფასად, სხვა ყველა დანარჩენ პოლიტიკურ პერსპექტივაზე უარის თქმა და ეს ჩანს მის პოზიციაშიც“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, არა თუ შერიგება, შეთანხმება უნდა მოხდეს.

ამასთან, როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს იმის გარჩევის დრო არ არის, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან დგომა უფრო მოგწონს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებითვე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლა დიდი შეცდომა იყო.

„შეთანხმება უფრო კარგი სიტყვაა, ვიდრე შერიგება. შერიგება ბავშვები ხომ არ ვართ, რომ გავებუტეთ ერთმანეთს და ახლა შევრიგდეთ? - მე არავისზე გაბუტული არ ვარ, რაც არ უნდა განაწყენებული ვიყო, თუნდაც სააკაშვილზე ან „ქართულ ოცნებაზე“. მაქვს კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც ვთვლი, რომ სამართლიანია და ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. ამ პროცესის შედეგად, იმაზე უფრო მეტად არ შეგვიყვარდება ერთმანეთი, ვიდრე ახლა გვიყვარს ან არ გვიყვარს.

სანამ ამომრჩეველს ის მოეწონება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგახარ თუ არა და არჩევნებზე მოვა, ხმას მოგცემს ან არა, შანსი უნდა იყოს იმისა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ოდესმე ჩატარდება. რა თავში იხლი ხმებს, თუ ის ხმები მაინც ისე დაიწერება, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა? - ჯერ ის უნდა მოახერხო, რომ მთავარი ჭირი მოაშორო ქვეყანას და შემდეგ აუხსენი ამომრჩეველს, რას აკეთებ და როგორ აკეთებ. თუ კარგად აუხსნი, ამომრჩეველი ბრიყვი არ არის, მაგრამ უნდა აუხსნა, კი არ უნდა იპრანჭო, ვიღაცასთან მოგწონს დგომა და ვიღაცასთან არა. აბა, მე მკითხონ ერთი, თუ მომწონს ამათთან ერთად დგომა, ბევრთან. ვიღაცას ჩემთან ერთად დგომა არ მოსწონს, გასაგებია, მაგრამ ახლა არ არის ამისი დრო, როდესაც ქვეყანა, პრაქტიკულად, ივანიშვილის ბოსტნად არის გადაქცეული. რა დროს იმის არჩევაა, ვინ მოგწონს და ვინ არა?!

კატასტროფული შეცდომა იყო მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და თუ დაანებებენ ჩვენი მეგობრები თავს, ვინც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, იმის აღნიშვნას, რომ ისტორიული დოკუმენტი იყო, - ისტორიული სისულელე და სისუსტე იყო ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რაც მეტს ილაპარაკებენ, რა გადასარევი რამე ქნეს მიშელის დოკუმენტს ხელი, რომ მოაწერეს, მით უფრო მკვეთრი იქნება იმ ადამიანების განცხადებები, ვისაც არგუმენტები აქვს, რატომ იყო ეს ისტორიული შეცდომა. მიშელის დოკუმენტს მოჰყვა შეცდომები 43%-ზე დათანხმება, ასევე მიშელის დოკუმენტს მოჰყვა დანაშაულის ტოლფასი შეცდომა პარლამენტში შესვლის, რომელმაც მთელი ოპოზიციური პროცესი დაანგრია. შეცდომა არის პარტიების გაყოფა, რომ „ეს მომწონს“, „ეს არ მომწონს“. კოალიციებზე ლაპარაკობენ, ხომ არ ბოდავენ, მართლა?! - 2024 წელს თუ იქნება არჩევნები, ვერცერთი ეს პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩემი ჩათვლით, 2024 წლამდე ვერ მივაღწევთ. სულ დაგვანგრევს ბიძინა ივანიშვილი. არ მინდა კრიტიკული ვიყო, ოპოზიციის ოპოზიცია ვიყო, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაცები გაფუჭდა იმით, რომ მე მწვავედ არ ვლაპარკობდი იმას, რაც ვიცოდი და რასაც ვხედავდი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა