ნათია თურნავა - რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ირლანდიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩამორჩება

2021 წელს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ირლანდიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩამორჩება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან ქერობიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებადაა ჩამოსული.

„საქართველოს რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს მომავალშიც. 2021 წელს ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ირლანდიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩამორჩება, საშუალოვადიან პერიოდში კი საქართველოს ექნება რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ 6.2%-ის ოდენობით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო სომხეთს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან სავაჭრო - ეკონომიკურ პარტნიორს. 2021 წლის 10 თვის მონაცემების თანახმად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით სომხეთი მე-7 ადგილზეა 555 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8% - ს შეადგენს.

„ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს მზარდი და საკმაოდ დივერსიფიცირებული ეკონომიკური ურთიერთობებია. ვაჭრობის გარდა, ჩვენ გვაქვს საერთო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა