თენგიზ ცერცვაძე განმარტავს რა სიმპტომები აქვს "ომიკრონს"

რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება - ვნახოთ, რა შედეგი ექნება ამ „ომიკრონს”, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამს, რომლის ორი შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა, ნაკლებად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა, ახალი სახეობისა და „დელტა“ შტამს შორის განსხვავებაზე, ასევე, ძირითად სიმპტომებზე.

„ორი ახალი მედიკამენტი, რომელიც სავარაუდოდ ერთ თვეში გამოვა, გამოყენებაზე ოფიციალურ ნებართვას და რეკომენდაციას ელოდება. საქართველოს, პრაქტიკულად, გატარებული აქვს ყველანაირი მოლაპარაკება და ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც იმ ორ ტაბლეტირებულ მედიკამენტს მიიღებს, რომელიც 50%-დან 90%-მდე შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევებს. ასე რომ, მიუხედავად დღევანდელი სერიოზული ეპიდსიტუაციისა, მე ძალიან იმედიანად და ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.

მესამე დოზა საკმაოდ მყარად იცავს „ომიკრონისგან.“ როგორც უცხოური წყაროებიდან ვიცით, მიმდინარეობა არის შედარებით ნაკლებად მძიმე. ყველა შტამით გამოწვეული კოვიდი, სიმპტომებით პრინციპულად დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ნიუანსებშია განსხვავება, მაგალითად „ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო ჭარბობს სურდო, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე და შემდეგ ყველაფერი, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირია ასეთი დაწყება. როგორც უცხოური წყაროები ამბობენ, ამ შტამს ნაკლებად ახასიათებს გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა, ნაკლებად ახასიათებს ტკივილი მთელ სხეულში, რაც ახასიათებდა „დელტა“ შტამს და შედარებით ნაკლებია ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია. მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ვერავინ გადაწყვეტს, ეს „დელტა შტამია თუ „ომიკრონი“. ეს მხოლოდ ლაბორატორიულად შეიძლება დადგინდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე შეაფასა დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ დღეს ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია.

„დღევანდელი ეპიდვითარება არის სერიოზული, მაგრამ არ არის საგანგაშო. ჩვენ ყველაზე საშიში დღეები უკვე გავიარეთ და არის ერთგვარი სტაბილიზაცია. სამწუხაროდ, სტაბილიზაცია შემთხვევების მაღალ რიცხვსა და გარდაცვალების მაღალ რიცხვზე გადის, მაგრამ ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო ერთი თვის წინ, როდესაც გარდაცვალება დღეში 70-80 ადამიანს აღწევდა და შემთხვევების რაოდენობა 5-6 ათასი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არ არის სრულად ვაქცინირებული და პრაქტიკულად, შეზღუდვები აღარ არსებობს, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია, ამ პირობების გათვალისწინებით, სტაბილურია“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს