ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკური თამაშია, რაში მონაწილეობაც არ მინდა - არავისთან ნაჩხუბარი არ ვარ და შესარიგებელი არაფერი მჭირს

არ მჯერა, რომ რამე შედეგი ექნება, ასეთი აქციები ნანახი მაქვს მილიონი,- ასე აფასებს „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ თავად მას შესარიგებელი არავისთან არაფერი აქვს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდეს, მათ შორის ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის მიერ მის შესაძლო შეწყალებასაც უშვებს.

„ესეც რაღაც პოლიტიკური თამაშია, რაში მონაწილეობაც არ მინდა - ამას იმის გამო აკეთებს („ნაციონალური მოძრაობა“), მათ შორის ასე პოზიტიურად ამიტომ აფასებენ ამ პროცესს საჯაროდ, რადგან კონკრეტული პრობლემა აქვთ, ლიდერი ჰყავთ ციხეში და იციან, რომ პრეზიდენტს ფორმალურად ეს ბერკეტი აქვს, რომ შეიწყალოს. ამიტომ, ყველანაირად ეცდებიან, რომ იქნებ ზურაბიშვილმა ეს ბერკეტი გამოიყენოს და მათი ლიდერი გამოიყვანონ ციხიდან. ისინი ცდილობენ ყველა გზის გამოყენებას, ოღონდ ლიდერი გამოიყვანონ ციხიდან, რაც ბუნებრივი ამბავია.

შერიგება რას ნიშნავს? ნაჩხუბრები არიან? მე არავისთან შესარიგებელი არ მაქვს. შეიძლება კრიტიკული ვიყო ბევრის მიმართ, მაგრამ არავისთან ნაჩხუბარი არ ვარ და შესარიგებელი არაფერი მჭირს. თუ რამე მოხდება, უნდა მოხდეს შეთანხმება სამართლიან თამაშის წესებზე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა