ისნის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია, ხვალიდან კი ზარალის დათვლა დაიწყება

ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს.

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, მათი ინფორმაცით, დეტალების შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, რადგან ზარალი უნდა დაითვალონ.

„პირველადი კატეგორიის დაზიანებაა. პერიოდულად გადამოწმდება. საცხოვრებლად ვარგისია, უბრალოდ ჯერ არავის უშვებენ, რადგან დასასუფთავებელი და მოსაწესრიგებელია, თან დღეს დაიდო დასკვნა. ამ ეტაპზე, არც დენი და არც გაზი არ მიეწოდება კორპუსს. 6 ოჯახი გადავიყვანეთ, ვინც სასტუმროში გადასვლის სურვილი გამოთქვა და დანარჩენებმა თვითონ ნახეს ალტერნატიული ფართები. ჯერ უნდა განიხილონ როგორ მოიქცნენ ამ კორპუსთან მიმართებაში, რამე თუ სჭირდება. არ სჭირდება გამაგრება, მაგრამ გასასუფთავებელია, ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს ისევ, რომ მოწესრიგდეს, ამ ყველაფერს პროცედურა სჭირდება და როდის შეუშვებენ, ჯერ არ ვიცით.

ჯერ დეტალები არ ვიცით, ზარალი დასათვლელია. დღეს უბრალოდ ლაბორატორია იყო შესული და ნახა მდგომარეობა. ხვალიდან დაიწყებენ მუშაობას, დაითვლება ზარალი, რა გაკეთდება ჩვენი მხრიდან და ა.შ. ეს ყველაფერი ჯერ განსახილველია. დღეს ამაზე პასუხი არ ყოფილა“, - აცხადებენ გამგეობაში.

ცნობისათვის, 19 დეკემბერს, ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთმა სხეულის დამწვრობა მიიღო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო