ელენე ხოშტარია - პრეზიდენტთან შეხვედრისთვის არანაირ წინაპირობას არ ვაყენებ - გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ჩაერთოს პროცესში და სალომე ზურაბიშვილის გახსნილობა, სასიამოვნო და იმედის მომცემია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გააჩნია ინსტრუმენტები, ავტორიტეტი. ლეგიტიმაციაში პრობლემა აქვს იმ არჩევნებიდან გამომდინარე, მაგრამ მსგავსი საქციელის პირობებში მან შეიძლება დიდი ნდობა დაიმსახუროს, თავისი მოქმედებებით თუ პროცესი მართლა წავა შედეგზე და პოლარიზაციის დაძლევაზე , - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით.

ელენე ხოშტარიას თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელსაც უკვე მოჰყვა გარკვეულწილად პოლიტიკური პროცესი.

მისივე თქმით, არ მიაჩნია, რომ ამით რაიმე გარღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტის განცხადება აშშ-ში იყო არა უბრალოდ ნასროლი ფრაზა, არამედ ამის უკან დგას გარკვეული ჩანაფიქრი და ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივა, როცა ამას თავად პრეზიდენტი ეტყვის.

„თავიდანვე ვთქვი, რომ ყველანაირი წინაპირობების გარეშე ქალბატონ პრეზიდენტთან მზად ვარ შეხვედრისთვის. პირველი ამოცანა არის, გავიგოთ, თუ რა შინაარსს ვდებთ ამ პროცესში. თავიდანვე არაერთი ინტერპრეტაცია იყო. მაგალითად, ამ პროცესისათვის შერიგების დარქმევა ყველაფერს ძალიან არასერიოზულს ხდის, იმიტომ, რომ პრობლემა არის არა იმაში, რომ ვინმე ვინმესთან გაბუტულია, არამედ პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ ფუნქციონირებენ ინსტიტუტები, რომლებიც ეროვნულ თანხმობას უზრუნველყოფენ.

მივალ, როცა მეტყვის, ნებისმიერ დროს. ამ შემთხვევაში, პრეროგატივა მისი არის. შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეხვედრისთვის არანაირ წინაპირობას არ ვაყენებ. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის განმსაზღვრელი არ არის როდის გადაწყვეტს, არც ამბიციები მაქვს, იმაზე, როდის დამიძახებს. მის საქმეა, როგორ ხედავს ამ პროცესს. ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კომუნიკაცია შედგა. ასევე, მიხარია სამი პრეზიდენტის კონტურები. მე მომწონს, რომ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი პრეზიდენტები ამ ინსტიტუტის პატივისცემით ცდილობენ ქვეყანა ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანონ. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა, მისი პოზიცია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს - მას ახლა, ამას არავინ აძალებს, არ გააჩნია არანაირი ტექნიკური ვალდებულება. უბრალოდ, ის პასუხისმგებლობას გრძნობს, როგორც ამ ინსტიტუტის და საზოგადოების პატივისცემიდან გამომდინარე და ეძებს გამოსავალს. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩაერთოს ამ პროცესში, ასევე სალომე ზურაბიშვილის გახსნილობა, არ ვიცი რა შეხვედრები იყო და რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის ამ პროცესის ყურება ძალიან სასიამოვნოა და იმედისმომცემია. ეს შეიძლება ძალიან ხმამაღალი იყოს, რადგან იცით, რომ ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“ და არა ვინმე სხვა და მათი მხრიდან მზაობა ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ პრეზიდენტს გააჩნია ინსტრუმენტები, ავტორიტეტი. ლეგიტიმაციაში პრობლემა აქვს, იმ არჩევნებიდან გამომდინარე, მაგრამ მსგავსი საქციელის პირობებში მან შეიძლება დიდი ნდობა დაიმსახუროს, თავისი მოქმედებებით თუ პროცესი მართლა წავა შედეგზე და პოლარიზაციის დაძლევაზე“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა