გორის სამხედრო ჰოსპიტალთან  პერფორმანსი გაიმართა - მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს პალატის ფანჯრიდან მიმართა

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისმა თანაპარტიელებმა და მხარდამჭერებმა აქცია -პერფომანსი გამართეს და ასე მიულოცეს დაბადების დღე ექსპრეზიდენტს.

აქციის მონაწილეების შეძახილების - „გილოცავთ, მიშა!“-ს საპასუხოდ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პალატის ფანჯრიდან თეთრი ხელსახოცი ააფრიალა.

მან მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა, რასაც შეკრებილების მხრიდან ტაში მოჰყვა.

"მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, უკან არდახევა, შეტევა ბოლომდე. ნუ გეშინიათ რეპრესიების, მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე, მე ვიბრძვი თქვენთვის, საქართველოსთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს გათავისუფლებისთვის და თითოეული თქვენგანის ბედნიერებისთვის. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გვიქნან, უნდა დავიბრუნოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა დიქტატურისაგან და უბედურებისგან. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა, არ ჩამოვუშვათ ხელები, მთავარია მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად წავალთ ევროპაში როგორც მოწინავე ქვეყანა", - მიმართა სააკაშვილმა პალატიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო