ზაალ უდუმაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს და მას პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის უფლება მიეცეს

დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კომენტირებისას, პარტიის წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აქციები შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე. ძალიან ბევრი ადამიანი მოვა აქ. უკვე დაიძრნენ რეგიონებიდან ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც საღამოს შემოგვიერთდებიან. ათეულობით ათასი ადამიანი მოვა დღეს რუსთაველის გამზირზე ერთი მთავარი მოთხოვნით, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეობიდან. ეს აქციები გაგრძელდება და იქნება მუდმივად, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს და არ დადგება ის შედეგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სურს. არ შეიძლება და წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი ტყვე იმყოფებოდეს ქართულ ციხეში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მალე გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მას მიეცეს უფლება, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იქნება სიტყვით გამოსვლები და რუსთაველის გამზირზე ველოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით კმაყოფილი შედეგით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პატიმრობაში", - განაცხადა უდუმაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე აქცია 18:00 საათზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა