პაატა მანჯგალაძე - არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს საღამოს გავიდე აქციაზე, აქციის მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, მიშას დაბადების დღეზე არ მივდივარ

არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს საღამოს გავიდე აქციაზე, აქციის მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, მიშას დაბადების დღეზე არ მივდივარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" დღეს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.მისი თქმით, აქციების დემონიზების მომხრე არ არის.

„თუ აქცია ტარდება მშვიდობიანად, არაძალადობრივად, ეს არის კონსტიტუციური უფლება და ყველა ტიპის აქციას მივესალმები. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის მიშას დაბადების დღე, მიშას დაბადების დღეზე ამ ფორმით მილოცვას არ ვაპირებ და არ წავალ, მაგრამ თუ ვიცი, რომ მთავარი საკითხები იქნება სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო მოთხოვნა იქნება და "ნაციონალური მოძრაობაც" ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ასეთი აქციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს არ არის პარტიული აქციები, არის უფრო საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ ჩატარებული აქცია და მე პირადად არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს საღამოს გავიდე ასეთ აქციაზე, მით უმეტეს თუ მოთხოვნა არის სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური დევნის დასრულება. ამ მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, თუ ვინმე მეტყვის, რომ მივდივარ მიშას დაბადების დღეზე - არა, დაბადების დღეზე არ მივდივარ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა