ირაკლი ჩიქოვანი - ის, რომ რუსეთს რეგიონთან მიმართებაში განსხვავებული გეგმები აქვს, ყველასთვის ნათელია, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო-ს გაფართოება პარტნიორების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი საკითხია

ის, რომ რუსეთის ფედერაციას რეგიონთან მიმართებაში განსხვავებული გეგმები აქვს, ყველასთვის ნათელია, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო-ს გაფართოება პარტნიორების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი საკითხია - ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება! - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ნათელი და მკაფიო პოზიცია, რაც ალიანსის წევრებს გააჩნია.

"ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმის მიუხედავად თუ რა განცხადებებს გააკეთებს რუსეთის ფედერაცია, ნატოს გაფართოება არც ერთ სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებული არ იქნება, გარდა იმ სახელმწიფოებისა, ვინც ამ ორგანიზაციაში არიან და იმ სახელმწიფოებისა, ვისაც გაერთიანების სურვილი აქვს. რას აკეთებს სახელმწიფო ინტეგრაციის თვალსაზრისით? - დღესდღეისობით ცხადი და ნათელია, ყველა ნათლად ადასტურებს, რომ თანამშრომლობის ის დონე, რაც ჩვენ ალიანსთან და ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან გვაქვს, არის უპრეცედენტო. ამას კვლავაც გავაგრძელებთ და გვაქვს პოლიტიკური კონსულტაციებიც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა