არჩილ თალაკვაძე - ჯემალ ჭკუასელის მოღვაწეობა არის სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების მაგალითი

ჯემალ ჭკუასელის მოღვაწეობა არის სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების მაგალითი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, ჯემალ ჭკუასელმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კულტურის შენარჩუნებაში.

„დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჯემალ ჭკუასელს. ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კულტურის შენარჩუნებასა და ახალი თაობისთვის გადაცემაში. მისი მოღვაწეობა არის სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების მაგალითი. რა თქმა უნდა, ყველა დამწუხრებული ვართ, რომ საზოგადოებას ასეთი დიდი დანაკლისი აქვს. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, მის ახლობლებს და ოჯახს“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ჯემალ ჭკუასელი სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვილი 15:0 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მას მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს