თეთრი სახლი რუსეთთან დიალოგზე - არსებითი პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში

თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და მხოლოდ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციითაა შესაძლებელი.

„ჯეიკ სალივანმა განაცხადა აშშ-ის მზადყოფნაზე, ჩაერთოს დიპლომატიაში მრავალი არხით, მათ შორის ორმხრივი ჩართულობით, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს საშუალებით. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ნებისმიერი დიალოგი უნდა იყოს დაფუძნებული ნაცვალგების პრინციპზე, ითვალისწინებდეს ჩვენს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და გაიმართოს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებითი პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.

გასულ კვირაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტები, სადაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა