ირაკლი ბერაია - რეგიონში უსაფრთხოების გარემო რუსეთის პროვოკაციული, დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების, გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობის შედეგად მკვეთრად გაუარესებულია

რეგიონში უსაფრთხოების გარემო რუსეთის პროვოკაციული, დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების, რუსული გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობის შედეგად მკვეთრად გაუარესებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენის შემდეგ განუცხადა.

ბერაიას განცხადებით, კომიტეტმა მიიღო დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ, მათ შორის ეს ეხებოდა სამხრეთ კავკასიას, უკრაინაში და უკრაინის აღმოსავლეთით განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მთლიანად რეგიონში.

"ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. დეტალებზე საუბრისგან ფორმატიდან და ინფორმაციის სენსიტიურობიდან გამომდინარე თავს შევიკავებ. საუბარი იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარებზე და მათ გავლენაზე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებზე. ჩვენ საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული ინფორმაცია მოვისმინეთ, რაც დაზვერვის სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმს ადასტურებს. შავი ზღვის რეგიონში არის მომეტებული რუსული საფრთხე, რაც ეგზისტენციურ საფრთხეებს არა მხოლოდ რეგიონის სახელმწიფოებს უქმნის, არამედ პრობლემას და გამოწვევას მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს. სწორედ ამ საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის, მათი შემცირებისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებისთვის აუცილებელია რეგიონში ალიანსის წარმომადგენლობის გაზრდა, კიდევ მეტი ჩართულობა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო