იაგო ხვიჩია - პირადად მე შერიგება ვერ წარმომიდგენია, როდესაც არ უნდათ შერიგება, ძალით ვერავინ შეარიგებს

პირადად მე შერიგება ვერ წარმომიდგენია, როდესაც არ უნდათ შერიგება ძალით ვერავინ შეარიგებს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტთან მათი დიალოგის საგანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება, თუმცა პატიმრების შეწყალება აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია.

„ვუსმენთ ყველას, ვინც გამოხატავს სურვილს, რომ შერიგებისკენ და ტემპერატურის დაწევისკენ ვიაროთ. ველოდებით როდესაც ერთ-ერთ მხარეს „გადაუნდება" არსებული სიტუაციით ტკბობა და რამე სხვას გააკეთებს. როდესაც მიხვდებიან, რომ ადამიანებს მობეზრდათ ჩხუბი, რაღაც გამზადებული რეცეპტი უნდა ჰქონდეთ ამ შერიგების. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, რომ გავიგოთ რა შეიძლება იყოს შერიგების წერტილი, ამაზე ზუსტი პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს.

ჩვენი საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრის სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება, ამას ჩვენამდეც ბევრი ეტყოდა. თუმცა, პატიმრების შეწყალება, როგორც აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი ნამდვილად იქნება. პოლიტიკურ საკითხებზე პრეზიდენტმა თავად შემოგვთავაზა დისკუსია და მის წინადადებებს მოვისმენთ ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ მოწოდებას. ხვიჩიას განცხადებით, სააკაშვილის მისი ამომრჩევლისთვის მოწოდების მორალური უფლება აქვს, თუმცა ეს „ხალხისთვის საკმარისი არ არის“.

,,ის რიცხვი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მიიღო, აძლევს უფლებას, რომ მოუწოდებდეს ხალხს ქუჩაში გამოსასვლელად, მაგრამ აქამდე ვერ ვხედავთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის. მგონი, მარტო მოწოდება არ არის საკმარისი. მას აქვს მოწოდების მორალური უფლება თავის 500 000-მდე ამომრჩეველზე, რათა შეცვალონ მდგომარეობა, რომ ის ციხეშია, მაგრამ აქამდეც იყო მსგავსი რაღაცები და ეს ხალხისთვის საკმარისი არ არის. ერთია არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა კონკრეტულ სიტუაციაში და მეორე, როდესაც ადამიანებს უნდათ რევოლუციურად ციხიდან გამოგიყვანონ და შენ ბედნიერად გააგრძელო მმართველობა“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა