#EU4Culture ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი, სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფებთან, დასრულდა

#EU4Culture ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი, სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფებთან, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

„20 დეკემბერს გაიმართა შეხვედრები არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებთან.

კულტურის სფეროში მოღვაწე, გარემოს დაცვის საკითხებზე ორიენტირებულ, შშმ პირების საკითხებზე მომუშავე, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებულ, გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იქნა ის საკითხები, რაც პრიორიტეტულია არასამთავრობო სექტორისთვის და რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება ქუთაისის კულტურის სტარტეგიაზე მუშაობის პროცესში.

კულტურის ქვესექტორებთან და ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრებს თანა-აპლიკანტი კომპანიის „Creative Solution“-ის ხელმძღვანელი ზვიად მჭედლიშვილი უძღვებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა