„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.

მხარდამჭერები თბილისში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან) მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.

პარტიის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მეგობრებს ესმოდეთ ქართველი ხალხის ხმა, რომ არ შეეგუებიან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ციხეში ყოფნას, განსაკუთრებით მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში.

„აქ ძირითადად დასავლეთ საქართველოდან ვართ შეკრებილი, ჩვენ აჭარიდან ჩამოვედით. ამ ადგილიდან მსვლელობით გადავინაცვლებთ საქართველოს პარლამენტთან. მგონია, რომ დღეს ბევრნი ვიქნებით. ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილს და ჩვენ მეგობრებს მთელს მსოფლიოში ესმოდეთ ჩვენი ხმა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ციხეში ყოფნას, განსაკუთრებით მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში“, - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს