ამირან გამყრელიძე - „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჩვენს მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე გავაჟღერებთ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით მათ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს გააჟღერებს.

სხდომა, ტრადიციულად, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ის, როგორც საბჭოს წევრი, სხდომას დაესწრება.

„მთელს მსოფლიოში დღეს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრშია „ომიკრონი“, გუშინ გავაკეთე განცხადება ჩვენთან 2 დადასტურებული შემთხვევის შესახებ. დღეს 20-მდე საეჭვო ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს და მეცოდინება დღის ბოლოს ან ხვალისთვის. ჩვენ გვაქვს მომზადებული რეკომენდაციები „ომიკრონთან“ დაკავშირებით, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოზე გავაჟღერებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს