გოგა მემანიშვილი - აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე განაწილებულია პოლიციის ის რაოდენობა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას სჭირდება

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის" აქცია უნდა დაიწყოს, საპოლიციო ძალების მასშტაბური მობილიზება არ არის.

როგორც მემანიშვილი განმარტავს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის ის რაოდენობაა განთავსებული, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას სჭირდება.

„რა მობილიზებაზე საუბრობთ? არანაირი მასშტაბური მობილიზება არ არის. ხედავთ, რომ აქციაა, შესაბამისად, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ. მიმდებარე ტერიტორიაზე განაწილებულია პოლიციის ის რაოდენობა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას სჭირდება“,-აღნიშნავს მემანიშვილი „მთავარ არხთან“.

ცნობისთვის, პარლამენტთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე წუთში დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა