ლევან ხაბეიშვილი - რა ოცნება შეიძლება ჰქონდეს პუტინს თუ არა ის, რომ უყუროს გაბანძებულ საქართველოს, რომელსაც ქურდები და კრიმინალები დაეპატრონენ, სამწუხაროდ, ეს სურვილი „ოცნებამ“ შეუსრულა - არ დაგანებებთ საქართველოს

რა ოცნება და სურვილი შეიძლება ჰქონდეს პუტინს თუ არა ის, რომ უყუროს გაბანძებულ საქართველოს, რომელსაც ქურდები და კრიმინალები დაეპატრონენ - ეს სურვილი სამწუხაროდ, „ოცნებამ“ შეუსრულა პუტინს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2008 წელს ყველაზე მეტად რა გაახარებდა პუტინს გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავარსარდალი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი აეყვანა მძევლად და ჰყოლოდა ტყვეობაში. რა ოცნება შეიძლება ჰქონდა და აქვს პუტინს, რომ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და გენერლები საკუთარ სამშობლოში დევნილები ყოფილიყვნენ. რა ოცნება და სურვილი შეიძლება ჰქონდეს პუტინს თუ არა ის, რომ უყუროს გაბანძებულ ქვეყანას, რომელსაც ქურდები და კრიმინალები დაეპატრონენ. განა რა სურვილი უნდა ჰქონოდა პუტინს გარდა იმისა, რომ დაჩაჩანაკებული, მშიერი ქართველები ენახა, რომელიც სამშობლოს მიტოვებას ოცნებობენ. ეს სურვილები სამწუხაროდ რუსეთს „ოცნებამ“ შეუსრულა, მაგრამ მინდა ვუთხრა რუსულ „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არ დაგანებებთ საქართველოს“, - განაცხადა მან.

ამასთან ხაბეიშვილი სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შერიგების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „შერიგებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება „სამართლიანი წესებით თამაშზე“ უნდა შეთანხმდეს. „ძალიან ბევრი კითხვაა შერიგებასთან დაკავშირებით, მეგობრებო, არავინ გაგიჟებულა და კობახიძესთან ჩახუტებას არავინ აპირებს. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სამართლიანი თამაშის წესებზე და ამას კონკრეტული სახელები აქვს. პირველი - ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, ციხეში არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი. ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო. დასავლელი პარტნიორები და ყველა საუბრობს, რომ საქართველოში არის კლანური სასამართლო. ყოველ დღე აკეთებენ განცხადებას, რომ ასე თავისუფალი საქართველო არ აშენდება. ამიტომ, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი არის თავისუფალი, დეპოლიტიზირებული სასამართლო, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა ოლიგარქ ივანიშვილს. მესამე - არის დეპოლიტიზირებული სასამართლო და არა ჯარჯი წიკლაურის მსგავსი „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც სასამართლო პროცესებზე კი არ დავობენ, არამედ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა