ნიკა მელია - მივესალმებით ეროვნული თანხმობის პროცესს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თუ იოტისოდენა შანსი არსებობს თანხმობის, ამ პროცესში წვლილი შევიტანოთ

ძალიან დიდ პატივს ვცემ და მივესალმები მე პირადად მეგობრებთან ერთად, ეროვნული თანხმობის პროცესს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო და ჩვენ ჩვენდა წილად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თუკი იოტისოდენა შანსი არსებობს თანხმობისა, ამ პროცესში პოზიტიური როლი ვითამაშოთ და წვლილი შევიტანოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძმათა მკვლელი ომი და დაპირისპირება არავის არ აწყობს გარდა რეჟიმისა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ის პირადად ჩაერთვება ეროვნული შერიგების პროცესებში.

„რეჟიმმა ოფიციალურად აქცია საკუთარ პოლიტიკად ერის ორად გახლეჩა და დაპირისპირება. თუ ვინმეს ინტერესში შედის პოლარიზაცია და დაპირისპირება საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმი და მისი წარმომადგენლობა. გაცილებით უფრო მრავალფეროვანია ქართული საზოგადოება, ვიდრე თუნდაც ორი მხარე და ჩვენ მართლაც გვინდა, რომ ქვეყანაში, ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში მომღიმარი ადამიანები ცხოვრობდნენ და ამ ყველაფრისთვისაც ვიბრძვით. თითქოს ტრივიალურია, ადამიანი დაინახო იღიმოდეს, მაგრამ ესეც კი დეფიციტური გახდა. ამიტომ, პატივისცემა ამ პროცესს, რომელშიც აქტიურად ჩავერთვები მეც პირადად, რათა ის შეცდომები არ განმეორდეს, რომელიც 30 წლის წინ აქ დაიწყო და მახსოვს თეთრ "პლაშში" ჩაცმულმა მამაკაცმა პირველი ტყვია როგორ გაისროლა რუსთაველის გამზირზე“,- განაცხადა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს