ნიკა მელია - ჩვენი ვალდებულებაა, ვიბრძოლოთ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის

მინდა ჩემი სახელით, თქვენი სახელით, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მეგობარს, ადამიანს, რომელმაც წლების წინ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოს მოდერნიზების პროცესში - ადამიანი შეგნებულად წამოვიდა ბრძოლაზე, მართალ ბრძოლაზე და მისი პატიმრობაში ყოფნის თითოეული დღე ამ რეჟიმს ასუსტებს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მათი ვალდებულებაა, რომ იბრძოლონ „ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის“.

„მინდა ჩემი სახელით, თქვენი სახელით, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მეგობარს, ადამიანს, რომელმაც წლების წინ უდიდესი წვლილი შეიტანა, თავის მეგობრებთან ერთად ქართული სახელმწიფოს მოდერნიზების პროცესში. მიხეილ სააკაშვილს მივესალმოთ და სიმართლეც ვუთხრათ ერთმანეთს. ადამიანი შეგნებულად წამოვიდა ბრძოლაზე, მართალ ბრძოლაზე და მისი პატიმრობაში ყოფნის თითოეული დღე ამ რეჟიმს ასუსტებს. მისი ტყვეობაში ყოფნა თითოეულ ჩვენგანს გვიქმნის წინაპირობას რეჟიმის საბოლოოდ დამარცხებისთვის. ჩვენ ვალდებულები ვართ, მასთან ერთად, უამრავ, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანთან ერთად ვიბრძოლოთ, ყოველ დღე ჭკუით, სიბრძნით, შემტევითობით ვიბრძოლოთ და ეს ასეც იქნება. არცერთი წამი არ შემპარვია ეჭვი, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი. მხოლოდ შიშველი ემოცია იმ შედეგამდე მიმყვანი შეიძლება არ აღმოჩნდეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიბრძოლოთ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის. ისეთივე შეუპოვრები უნდა ვიყოთ, როგორებიც ვიყავით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს