ნიკა მელია - ერთი მხრივ, ვალდებულები ვართ, ბრძოლა უფრო მაღალ სიხშირესა და ხარისხში ავიყვანოთ, ამავე დროს პასუხისმგებლები ვართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ამ ქვეყნის სტაბილურობაზე

ერთი მხრივ, ვალდებულები ვართ, ბრძოლა უფრო მაღალ სიხშირესა და ხარისხში ავიყვანოთ, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლები ვართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ამ ქვეყნის სტაბილურობაზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მელიამ საკუთარი გამოსვლა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გარდაცვლილი ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე საუბრით დაიწყო, მას მადლობა გადაუხადა და შეკრებილ საზოგადოებას წუთიერი დუმილით მისთვის პატივის მიგებისკენ მოუწოდა.

მელიას თქმით, ფუტკარაძე გახდა სიმბოლო „ხელისუფლების უსამართლობისა და სილაჩრის“.

„როგორც არასდროს, ჩამოყალიბებული ვართ იმ პოზიციაში, რომ გვინდა, ქვეყანა ვიხილოთ ისეთი, როგორიც ჩვენს წინაპრებს უნდოდათ. ამავე დროს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. 30 წლის წინ, ზუსტად დღეის სწორს, 21 დეკემბერს პირველი ტყვია გავარდა რუსთაველის გამზირზე. ქართველმა ქართველს ესროლა, რადგან შეურიგებელმა მტრობამ ეს შედეგი მოიტანა. ერთი მხრივ ვალდებულები ვართ, ბრძოლა მომდევნო დღეებში, კვირებში უფრო მაღალ სიხშირესა და ხარისხში ავიყვანოთ, მაგრამ ამავე დროს, ვალდებულები ვართ, გვახსოვდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ამ ქვეყნის სტაბილურობაზე. ვიცით რა, რომ ვერაგი მტერია ჩვენი მოწინააღმდეგე, ვიცით, რომ როდესაც ვერაგ მტერს ებრძვი, შეუპოვარი უნდა იყო, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ვერაგი მტრის ერთ-ერთი ამოცანა სამოქალაქო დაპირისპირებაცაა",- განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა